„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმებას, არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რათა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაინახონ, რომ საქართველოში ჰყავთ ბევრი მხარდამჭერი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„როგორც იტყვიან – „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი ნაბიჯი. თავის დროზე, „ლელო-საქართველომ“ აიღო პასუხისმგებლობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ შემუშავებულ დოკუმენტს შეუერთდა და ხელი მოვაწერეთ. იმ მომენტიდან ეს შეთანხმება არის ძალაში და მას „ქართული ოცნების“ დემარშის მიუხედავად ძალა არ დაუკარგავს. დღევანდელი გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ არის ძალიან კარგი ნაბიჯი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაინახონ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რომ მათ საქართველოში ჰყავთ ბევრი მხარდამჭერი მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.
მანამდე რომ სახელისუფლო და ყველა ოპოზიციურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი დოკუმენტს, მსგავსი არაფერი დაუნახავთ, ხომ?