მამუკა მდინარაძე: ოკუპანტი ქვეყნის ნებისმიერმა წარმომადგენელმა ჯერ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შემდეგ ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენზე

მამუკა მდინარაძე: ოკუპანტი ქვეყნის ნებისმიერმა წარმომადგენელმა ჯერ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შემდეგ ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენზე

სანამ ამ ქვეყნის რომელიმე ტერიტორია არის ოკუპირებული, ჩვენ მხოლოდ ამ ფორმატში ვსაუბრობთ, ჯერ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შემდეგ ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ოკუპანტი ქვეყნის ნებისმიერმა წარმომადგენელმა ჯერ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შემდეგ ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენზე. ამის შემდეგ შემოგვთავაზონ პატივისცემა ამ ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სანამ ამ ქვეყნის რომელიმე ტერიტორია არის ოკუპირებული, ჩვენ მხოლოდ ამ ფორმატში ვსაუბრობთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იქამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს