ნიკოლოზ სამხარაძე: მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ერთადერთი გზა დეოკუპაციაა

ნიკოლოზ სამხარაძე: მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ერთადერთი გზა დეოკუპაციაა

მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ერთადერთი გზა არსებობს და ეს გზა არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„თუ მოსკოვი ამისთვის მზად არის, ჩვენც რა თქმა უნდა ამისთვის მზად ვართ. თუ ისინი განახორციელებენ დეოკუპაციას, მაშინ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება იქნება შესაძლებელი. ვგულისხმობ პოლიტიკურსა და დიპლომატიურ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს.

Katana . ეს არის გზა არსაით!..
დაელოდეთ, სანამ რუსეთი თავის აღიარებებს უკან წაიღებს, ბოდიშს მოგვიხდის, ზარალს აგვინაზღაურებს, ბულდოზერით გადასწორებულ სოფლებს აღგვიდგენს, თავის სამხედრო ბაზებს გაიყვანს ჩვენი ორი რეგიონიდან და თავაზიანი ჟესტით მოიპატიჟებს ნატოს: - Welcome!.. აწი თქვენთვის გადმოგვიბარებია ჩვენი სამხრეთი საზღვარი და კავკასიის დიდი გზაჯვარედინიო!..
დაელოდეთ!
3 წლის უკან
Katana . ხომ მიაჩნია იაპონიას, რომ რუსეთს უკანონოდა აქვს მიტაცებული მისი ჩრდილოეთის ტერიტორიები (როგორც ეძახიან კურილიის კუნძულებს)?!
არ აფორმებს მასთან საზავო ხელშეკრულებას, მაგრამ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და... ელაპარაკება!
მერე, რა ხეირი, რომ ელაპარაკება, დაუბრუნა ოკუპირებული მიწებიო? - არ დაუბრუნებია, მაგრამ ეს პრობლემა მუმივად წინა პლანზე უდგათ და როცა რაიმე საკითხი აქვთ ორმხრივ სასარგებლოდ გადასაწყვეტი - პოლიტიკური თუ ეკონომიკური - წყვეტენ შუამავლების გარეშე!
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იმაში მაინც დაგვეხმარებოდა, რომ საზღვარს სისტემატურად არ მოაჩოჩებდნენ ჩვენსკენ და ვინმეს თუ გაიტაცებენ სეპარატისტები (ლეკიანობის დრო!), მხოლოდ პატრიარქის იმედზე არ ვიქნებოდით! (რადგან ევროსაბჭოში ჩვენი საჩივრები მაგრად ჰკიდია რუსეთს).
და, საერთოდ, რუსეთის "დასჯის" რა მეთოდი იყო ეს, რაც ნაცებმა გააკეთეს: დიპლომატიური ურთიერთობა რომ გაწყვიტეს, საზღვარი კი უვიზო რომ გახადეს და მთელი ქართული ენერგეტიკა რომ რუსებს გადაულოცეს?
სად არის ლოგიკა?
მესმის, რომ ჩვენს დასავლელ მეგობრებს არ აწყობთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის დარეგულირება - ვაითუ, ჩვენთვის ხელსაყრელი პირობების შემოთავაზებით, იმაზეც დაგვითანხმოს მერე რუსეთმა, რომ უარი ვთქვათ ნატოზე... მაგრამ მაშინ ნუღარ ვჩივივართ, რომ ცუდ დღეში ვართ: ეგერ, სხვადასხვა ანტირუსული სანქციებით რომ დაასუსტებს დასავლეთი და ისე დააჩმორებს, რომ აქეთ გვეხვეწებოდეს შერიგებას, მერე დავდოთ პატივი და დაველაპარაკოთ!
3 წლის უკან