პარტია ,,საქართველოსთვის’’ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი კიდევ ერთხელ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გიორგი გახარიას თანაგუნდელი და პოლიტსაბჭოს წევრი ერთ-ერთ ეთერში ურცხვად იტყუება, რომ ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება მის სახელს უკავშირდება. ხოჯევანიშვილი პროექტების ჩამოთვლის დროს ახსენებს, რომ მისი და მისი გუნდის ძალისხმევით შედეგად გაკეთდა სამეფო ქუჩისა და ახალ ბაღის რეაბილიტაცია. ატენის გზის რეაბილიტაცია. მისი თქმით არ ფუნქციონირებს ცხოველთა მონიტორინგი და საზოგადოებას აწუხებს ,,მაწანწალა ძაღლები’’. მისივე განცხადებით მათ აღმოფხვრეს სპორტის სასახლის შენობასთან დაკავშირებული პრობლემა.
მისი წინამორბედი გუბერნატორი კახა სამხარაძე აცხადებს და ფაქტებით ადასტურებს, რომ ხოჯევანიშვილი ტყუის. მისი განმარტებით, ატენისა და ახალ ბაღის განვითარების იდეა, ჯერ კიდევ 2018 წლამდე პერიოდში არსებობდა, რომლის წინა საპროექტო კვლევის განხორციელება იმავე წელს დაიწყო. ამ პერიოდში გიორგი ხოჯევანიშვილი გორის გუბერნატორი არ ყოფილა. კახა სამხარაძისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს ხოჯევანიშვილი ასე ურცხვად საზოგადოების მოტყუებას.
,,ატენის გზის რეაბილიტაცია ჩემს პერიოდში დაიწყო, ეს იყო გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. ინიციატივა თავისთავად ადგილობრივი ხელისუფლებიდან მიდიოდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციაში და შემდგომში ვიღებდით ერთობლივ გადაწყვეტილებას’’ აცხადებს კახა სამხარაძე თემის კომენტირებისას.
თემურ ხუბულურის განცხადებით გორის სპორტის სასახლის აშენების იდეა, ჯერ კიდევ 2016 წელს გაუჩნდა, როდესაც გორის გუბერნატორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. ხუბულურის თქმით სპორტული კომპლექსის აშენება მმართველ გუნდთან აქტიური თანამშრომლობით მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდა. ხოლო, გიორგი ხოჯევანიშვილის გულგრილობის და უყურადღებობის გამო, დარბაზის გახსნის პროცესი გაჭიანურდა. სწორედ ამიტომ, ხოჯევანიშვილის მიერ, სპორტის სასახლის აშენების იდეის მითვისება ზნეობრივ და ადამიანურ მორალს ცდება.
,,როდესაც სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყო ხოჯევანიშვილის ხსენებაც არ იყო. იდეის ინიციატორი ვიყავი მე. სპორტსმენებზე ვიყავი შეპირებული, რომ გორში, სპორტის სასახლე აშენდებოდა ჩემი დეპუტატობების პერიოდში და მადლობელი ვარ, რომ ამ დროისთვის მშენებლობა დასრულებულია.’’ აცხადებს თემურ ხუბულური.
გიორგი ხოჯევანიშვილი კიდევ ერთხელ ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია მის სახელს უკავშირდება. 2018 წელს სამთავრობო გუნდს პროგრამაში ჰქონდა აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ მალევე განახორციელა. გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით ყველა დიდი და ძირითადი პროექტი გუნდური მუშაობის შედეგად მიიღწეოდა და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიერ. მისი განმარტებით, ერთ კვირაში დაიწყებს ფუნქციონირებას რეგიონული ცხოველთა თავშესაფარიც. შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, ოპოზიციაში გადაბარგებული გიორგი ხოჯევანიშვილის ტყუილები.
ნდობა დაკარგული პარტიის წევრს იმედი აქვს, რომ ბევრი ტყუილების თქმით მოსახლეობაში შეცდომაში შეყვანას შეძლებს და მათ კანდიდატს გორის მუნიციპალიტეტში გამარჯვებას მოუტანს.