შალვა პაპუაშვილი ეპიდვითარებაზე: პიკი, როგორც ჩანს, გადავლილია

შალვა პაპუაშვილი ეპიდვითარებაზე: პიკი, როგორც ჩანს, გადავლილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 13%-დან 7,45%-მდე შემცირდა. პიკი, როგორც ჩანს, გადავლილია.
პირბადე, დისტანცია, აცრა”, – წერს შალვა პაპუაშვილი.