იმ რეფორმების ერთგული ვრჩებით, რომელიც განვაცხადეთ და რომლებიც კარგია ქვეყნისა და ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ევროკავშირის დახმარების კომენტირებისას განაცხადა.
„აქედან გამომდინარე, აქ საქმე ვერ გვექნება ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევასთან. რაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და კარგი, იმ რეფორმებს აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, თავი შეიკავოს ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით განცხადება 31 აგვისტოს გაკეთდა.