გივი მიქანაძე: როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები გავატარეთ და დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გავგზავნეთ, იქიდან არანაირი შენიშვნა არ მოსულა

გივი მიქანაძე: როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები გავატარეთ და დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გავგზავნეთ, იქიდან არანაირი შენიშვნა არ მოსულა

მიმდინარე წლის აპრილში, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ინიციატივით მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, საერთო სასამართლოს შესახებ კანონში, რომლითაც აბსოლუტურად შესრულდა ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიას წარმოდგენილი ჰქონდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ამის შემდეგ, კონკურსები ხელახლა გამოცხადდა და მაქსიმალურად განისაზღვრა ის პირობები, რომელიც შერჩევის გამჭვირვალობასა და გასაჩივრების მექანიზმთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ეს ცვლილებები გავატარეთ კანონმდებლობაში და შემდეგ დოკუმენტი ცვლილებებით გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, იქიდან ამ საკითხებზე არანაირი შენიშვნა არ მოსულა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, თავი შეიკავოს ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით განცხადება 31 აგვისტოს გაკეთდა.