იაგო ხვიჩია: „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ პროცესების შესაძლო დაძაბვაზე ეჭვები რომ არ გასჩენოდა, ოპოზიციურ პარტიებს მეტი აქტივობა მართებდათ

იაგო ხვიჩია: „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ პროცესების შესაძლო დაძაბვაზე ეჭვები რომ არ გასჩენოდა, ოპოზიციურ პარტიებს მეტი აქტივობა მართებდათ

იაგო ხვიჩია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება.

„გირჩის“ ლიდერის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მეტი აქტივობა მართებდათ, რათა „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შემდეგ პროცესების შესაძლო დაძაბვაზე ეჭვები არ გასჩენოდა.

„ჩემი კოლეგები გადაიღალნენ, ძალიან მძიმე პოლიტიკური წელი იყო. გადახედეთ, ერთი წლის განმავლობაში რა მოხდა. ეს ადამიანები ამაში მონაწილეობდნენ. ხომ ხვდებით, როგორია მათი ემოციური მდგომარეობა, განტვირთვა აუცილებელი იყო. ჩემი მიზანია, არჩევნების მოგება და მოგებულზე 2 ოქტომბერიც კარგი იქნება, 3 ოქტომბერიც და ასე შემდეგ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა შეაფასა. პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ემზადება.