მყინვარწვერზე ყინულის ფერდის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ტურისტები ტერიტორიიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს

მყინვარწვერზე ყინულის ფერდის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ტურისტები ტერიტორიიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს

ყაზბეგში, მყინვარწვერზე ყინულის ფერდის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ტურისტები ტერიტორიიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს. არაოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდა, კომპანიამ კი ისინი ყაზბეგიდან ვერტმფრენით გამოიყვანა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ყაზბეგში, მყინვარწვერზე ყინულის ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც მთამსვლელების ჯგუფი გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად ჯგუფის 5 წევრი დაშავდა. დაშავებულთა შორის პოლონელი და უკრაინელი ტურისტები არიან.