ავღანეთის დედაქალაქში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება ქაბულის აეროპორტთან მოხდა. სავარაუდოდ აფეთქება სარაკეტო დარტყმის შედეგია. რაკეტა ერთ-ერთ სახლს მოხვდა. ამ ეტაპზე ინფორმაცია გარდაცვლილებსა ან დაშავებულებზე არ ვრცელდება.
სოციალურ ქსელებში აფეთქების ამსახველი კადრები ვრცელდება.