Bloomberg: კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ვაქცინირებულების

Bloomberg: კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ვაქცინირებულების

ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების დელტა შტამით დაინფიცირების რისკი, რომლებმაც კოვიდ ინფექცია უკვე გადაიტანეს, ბევრად დაბალია, ვიდრე Pfizer/BioNTech-ით ორმაგად ვაქცინირებულების.

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ გამომუშავებული ე.წ. ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინაციის შედეგად მიღებული. ასევე, მეცნიერების თქმით,  Pfizer-BioNTech-ით სრულად ვაქცინირებული ადამიანების კოვიდის დელტა შტამით ინფიცირების შანსი 6-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე მათი, ვინც იმუნიტეტი ბუნებრივად გამოიმუშავა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კოვიდგადატანილებისთვის ვაქცინის ერთი დოზით იმუნიზაციაც კი, ვირუსის მიმართ იმუნიტეტს საგრძნობლად ზრდის.

ილია კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ჯერ გადატანაა აუცილებელი :)
3 წლის უკან
Ninja ?? მართალია.
3 წლის უკან