ამერიკელი კონგრესმენი: „თალიბანის“ ხელში $85 მილიარდის ღირებულების საბრძოლო ტექნიკა აღმოჩნდა

ამერიკელი კონგრესმენი: „თალიბანის“ ხელში $85 მილიარდის ღირებულების საბრძოლო ტექნიკა აღმოჩნდა

ამერიკელი კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯიმ ბენქსი აცხადებს, რომ ავღანეთში „თალიბანის“ ხელში 85 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საბრძოლო ტექნიკა აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.

ჯიმ ბენქსის თქმით, ავღანეთში დატოვებულ შეიარაღებას შორისაა 200 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 75 000 ავტომობილი და 600 000 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. კონგრესმენის თქმით, ახლა „თალიბანს“ Black Hawk-ის ტიპის იმაზე მეტი ვერტმფრენი აქვს, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების 85%-ს.

„თუ ეს შეიარაღება ახლა ან მომავალში გამოყენებული იქნება ამერიკელების წინააღმდეგ, ამაში დამნაშავე ჯო ბაიდენი იქნება“, - ამბობს კონგრესმენი ჯიმ ბენქსი.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.

 

 

Katana ამას არ ჰქვია წამოსვლა!
ამას ჰქვია ამერიკელების კისრისტეხით გამოქცევა ავღანეთიდან...
უთავბოლოდ, სამარცხვინოდ, ბაიდენისთვის შესაფერისად!..

ჯერ გამოეტანათ ამხელა ტექნიკა (არადა, საუბარი იყო, თითქოს ამ ტექნიკის ნაწილს მაინც ჩვენ დაგვიტოვებდნენ!) და მერე, თანდათან, ტექნიკის შემცირების კვალდაკვალ, გამოსულიყო ცოცხალი ძალა!.. - რა, ჩემზე უკეთესად არ იცოდნენ, რა როგორ ექნათ?!
ასე იდიოტურად ვინმე მოქცეულიყოს (სახელმწიფო დონეზე), არც მაგონდება...

როგორც მიშამ კოდორში აუზიდა მილიონებად ღირებული ტექნიკა რუსებს და ხელუხლებელი დაუტოვა, ზუსტად ისე მოიქაცნენ ამერიკელები!
განსხვავება მასშტაბებშია მხოლოდ.
2 წლის უკან