რას ამბობს კახა კალაძე თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით

რას ამბობს კახა კალაძე თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით

თუ სწავლავა ბაღებში ვერ გაგრძელდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პატარები უზრუნველვყოთ საკვები პროდუქტებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენს 5 000 აცრილ თანამშრომელში შედიან ბარების თანამშრომლებიც, ეს პროცესი გრძელდება. სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენ დაველოდებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს. შევხედავთ, როგორი მდგომარეობა გვექნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ქვეყანაში და ამის შემდეგ გადაწყდება. დღეს ძალიან რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ყოველი დღე მნიშვნელოვანია. დაველოდოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა რეკომენდაციები იქნება და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ. იმ შემთხვევაში თუ სწავლა მაგალითად ბაგა-ბაღებში ვერ გაგრძელდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პატარები უზრუნველვყოთ საკვები პროდუქტებით, როგორც ამას დღემდე ვაკეთებდით. მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ პროდუქტები სახლში წაიღონ“, - კახა კალაძე.