"ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თელავში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილის გაუჩინარებაზე ისაუბრა და მომხდარს გატაცება უწოდა.
მან პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და „ვინმე კუპრაშვილს“ დააკისრა. სინამდვილეში პირი, რომლის გატაცებაზეც გიგა ბოკერია საუბრობდა, თელავის ერთ-ერთ სოფელში, ბიძასთან იმყოფებოდა.
კაცმა თავად დაადასტურა, რომ გატაცებას ადგილი არ ჰქონია და მომხდარი მხოლოდ გაუგებრობაა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით „სინამდვილეში“ ავრცელებს.