ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ქაბულში აფეთქებების შედეგად სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 - დაჭრილია.