ირაკლი ქადაგიშვილი: მოსახლეობა გამოწვევების დაძლევასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას სწორედ მმართველ ძალას უკავშირებს

ირაკლი ქადაგიშვილი: მოსახლეობა გამოწვევების დაძლევასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას სწორედ მმართველ ძალას უკავშირებს

გარდა კვლევებისა, ყოველდღიური საარჩევნო კამპანიის განმავლობაში შეხვედრა გვაქვს ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენს მოსახლეობასთან და მათ განწყობებს ვგრძნობთ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან, მმართველი პარტია კარგად ხედავს, რა გამოწვევებია ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

„იმასაც ვხედავთ, რომ მოსახლეობა მაინც ამ გამოწვევების დაძლევას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას სწორედ მმართველ ძალას უკავშირებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.