კახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

კახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც გამარჯვების შანსი აქვს დღევანდელ მოცემულობაში, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თბილისის მერმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„30 ათასამდე თანამშრომელი გვყავს მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ მიმართ ასეთი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა. მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვისაც ჩვენი იმედი აქვს. პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ იმედებს აუცილებლად გავუმართლებთ და იმაზე მეტს გავაკეთებთ, ვიდრე 4 წლის განმავლობაში გაკეთდა. დანარჩენთან დაკავშირებით დაველოდოთ 2 ოქტომბერს და ყველაფერი ნათელი იქნება“,- განაცხადა კალაძემ.

Katana . ტყუილა ნუ შეიწუხებთ თავს! - ნიგერიის შიდა პარტიული გამოკითხვები აჩვენებს, რომ თბილისში იმარჯვებს რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ!
3 წლის უკან