კახა კალაძე: ავტობუსები ყველანაირად მოწესრიგებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს აცრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

კახა კალაძე: ავტობუსები ყველანაირად მოწესრიგებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს აცრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

მინდა დავიწყო მოწოდებით, თხოვნით, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სიცოცხლე, - ამის შესახებ კახა კალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. თბილისის მერმა მოსახლეობას პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობა შეახსენა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა. კალაძემ ასევე მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ პროექტზე ისაუბრა, რომელიც თბილისში კოვიდსაწინააღმდეგო აცრების ავტობუსებში გაკეთებას ითვალისწინებს.

„მინდა ქალბატონ ეკას (ტიკარაძე) და მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს მადლობა გადავუხადო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ გაკეთდეს უფრო მეტი აცრა გაკეთდეს დღის განმავლობაში. ეს არის ძალიან მაგარი წამოწყება. პირველ ეტაპზე სამი ავტობუსი (იქნება) მთელი ქალაქის მასშტაბით და ნელ-ნელა ათამდე გავზრდით, რომ თითო რაიონში ერთი ავტობუსი გადაადგილდებოდეს, რომელიც სრულად აღჭურვილია - არის კონდიცირება, არის უსაფრთხოების კამერები, ყველანაირად მოწესრიგებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს აცრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოში ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებშიც ჩატარდება.