კლების სტაბილიზაცია ვირუსის გავრცელების კუთხით ფიქსირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს ლეტალობის კლების მოლოდინი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ ეტაპისთვის მაქსიმალურად გვყავს გაძლიერებული კლინიკური ჯგუფი: თენგიზ ცერცვაძე, ინეზა სულამანიძე, მარინა ეზუგბაია, ესენი მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან კლინიკებში, აქვთ გაწერილი სპეციალური გრაფიკი, ისინი აზუსტებენ მკურნალობის ხარისხის იმ სტანდარტებს რომელიც დადგენილია და რაც პროტოკოლით არის დადგენილი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის ლეტალობის მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს მსოფლიოსგან გამოარჩევს და არის 1,32 ჩვენ შევძლებთ გავაუმჯობესოთ, რის შედეგადაც არაერთი სიცოცხლის გადარჩენა მოხდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.