თალიბანის სპიკერი: ავღანეთში მუსიკა აიკრძალება

თალიბანის სპიკერი: ავღანეთში მუსიკა აიკრძალება

თალიბანის სპიკერის, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის განცხადებით, ავღანეთში მუსიკა აიკრძალება.

„ისლამი მუსიკას კრძალავს. ჩვენ ვიმედოვნებთ, მოვახერხებთ ხალხის დარწმუნებას და არ მოგვიწევს მათი იძულება, რომ მუსიკის მოსმენა შეწყვიტონ," - განაცხადა მუჯაჰიდმა.

მსგავსი აკრძალვა ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 1996-2001 წლებშიც მოქმედებდა, მაშინაც საჯარო სივრცეში მუსიკის მოსმენა ან შესრულება აკრძალული იყო.