ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციას 10 ათასზე მეტი ადამიანი ელოდება

ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციას 10 ათასზე მეტი ადამიანი ელოდება

პენტაგონის მონაცემებით, ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციას 10 ათასზე მეტი ადამიანი ელოდება. ევაკუაცია 42 სამხედრო თვითმფრინავით ხორციელდება, რომლებიც ქაბულის აეროპორტიდან ყოველ 39 წუთში ფრინდებიან.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს დასრულდება, ბოლო 2 დღის განმავლობაში კი თავდაცვის დეპარტამენტი კონცენტრირებული იქნება ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის გაყვანაზე.