პირველად აშშ-ში ავიამზიდის მეთაური ქალი გახდა

პირველად აშშ-ში ავიამზიდის მეთაური ქალი გახდა

აშშ-ში, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ბირთვული ავიამზიდის მეთაური ქალი გახდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაპიტანი ემი ბაუენშმიდტი ავიამზიდ Abraham Lincoln-ის მეთაურად ჯრ კიდევ დეკემბერში დაინიშნა, მოვალეობის შესრულებას კი 23 აგვისტოს, საზეიმო ცერემონიის შემდეგ შეუდგა.

ბაუერნშმიდტი 49 წლისაა. ის ქალაქ მილუოკიში დაიბადა. როცა ქალებს სამხედრო ხომალდების ბორტზე მსახურების უფლება მისცეს, ის სამხედრო-საზღვაო აკადემიის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული იყო. შემდეგ სამხედრო პილოტად მუშაობდა, 2016 წელს კი Abraham Lincoln-ის მეთაურის თანაშემწედ დაინიშნა. ის პირველი ქალი იყო, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.