„შესაძლოა დაისვას კითხვა - არის თუ არა მოსალოდნელი აფხაზეთის რკინიგზის გახსნა“, - საქართველოს სომხეთის პრემიერი ეწვევა

„შესაძლოა დაისვას კითხვა - არის თუ არა მოსალოდნელი აფხაზეთის რკინიგზის გახსნა“, - საქართველოს სომხეთის პრემიერი ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს საქართველოს ეწვევა. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი უნდ განვიხილოთ, როგორც პრემიერად ახლახანს დანიშნული ფაშინიანის მეგობრული ვიზიტი მეზობელ ქვეყანაში, თუმცა, მისივე აზრით, სომხეთის პრეიერმა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას მისი ქვეყნისთვის მნიშნელოვანი კითხვებიც დასვას, მაგალითად, ხომ არ იგეგმება აფხაზეთის რკინიგზის გახსნა.

საქართველოში დაგეგმილი თავისი ოფიციალური ვიზიტის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სამშაბათს სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„არ შემიძლია არ გავიხსენო 12 ივნისს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირადი წვლილი ჩვენი ტყვეების (აზერბაიჯანიდან) დაბრუნების ორგანიზებაში", - აღნიშნა ფაშინიანმა.

პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მსგავსი ვიზიტები მეტად მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო კავშირების გასაღრმავებლად.

„სომხეთი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა, ფაშინიანი ხელახლა აირჩია სომხეთმა პრემიერად. ამიტომ ყოველთვის, როცა ახალი პრემიერი ინიშნება, პირველ რიგში ხდება მეზობელ ქვეყნებში ვიზიტი და მათ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრები.

„ეს იქნება ახლად დანიშნული პრემიერის ვიზიტი. მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან მჭიდრო კავშირი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვისაც და სხვა ქვეყნებისთვისაც, ამიტომ ეს ვიზიტი ერთ-ერთი წარმატებული მოვლენაა.

„უამრავი საკითხები არსებობს საქართველოსა და სომხეთს შორის. მაგალითად, სატრანსპორტო საკითხები, ტვირთისა და მანქანების ტრანზიტი. შესაძლებელია ფაშინიანის მიერ დაისვას კითხვა - არის თუ არა მოსალოდნელი რკინიგზის გახსნა აფხაზეთის მიმართულებით. ეს კითხვა საკმაოდ ხშირად ისმევა მათი მხრიდან და ყოველთვის ღებულობენ ერთსა და იმავე პასუხს, რომ ეს საკითხი პერსპექტივაში ჯერ არ არის.

„ალბათ უფრო სავაჭრო გზების გაფართოებასა და განვითარებაზე იქნება საუბარი", -განაცხადა ზაქარეიშვილმა.