extra.ge - ყველაფერი, რაც სასკოლო წლის დასაწყებად გჭირდება

extra.ge - ყველაფერი, რაც სასკოლო წლის დასაწყებად გჭირდება

ახლოვდება სექტემბერი და იწყება სასკოლო სამზადისი. სკოლას მონატრებული ბავშვები განსაკუთრებულად ელიან კლასელებთან შეხვედრას, უმჯობესია თუ ეს საკლასო ოთახში მოხდება, მაგრამ  თანამედროვე მოსწავლეებისთვის ვირტუალური დაფა და წარმოსახვითი კლასიც ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახდა. სამწუხაროდ, კოვიდმა შეცვალა ჩვენი რეალობა. 
ასეა თუ ისე, სასწავლო წელი ახლოვდება და სასკოლო ნივთები სჭირდებათ მოსწავლეებს. ამ ვითარებაში, საუკეთესო და უსაფრთხო გზა ონლაინ შოპინგია. როცა კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი 4-5ათას სცდება, მაღაზიებსა და ბაზრობებზე საგანგებოდ გამოტანილი სასკოლო ნივთების ყიდვა, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემად იქცეს. 

სწორედ ამიტომ ყველაზე დიდმა ინტერნეტ მოლმა Extra.ge-მ back to school აქცია ყველაზე ადრე და ყველაზე მოსახერხებელი გზით დაიწყო. 

თუ ექსტრაზე შეიძენთ ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის სასკოლო ნივთებს, რომლის უდიდესი არჩევანია წარმოდგენილი საიტზე და  გადაიხდით Mastercard-ით, მიიღებთ 30% ქეშბექს ექსტრას ბალანსზე და ისარგებლებთ უფასო მიტანის სერვისით. „მარტივი ქეშბექის“ აქცია 31 აგვისტომდე მოქმედებს და ნამდვილად არ ღირს ხელიდან გაშვება. 

რა სასკოლო პროდუქციას გთავაზობთ Extra?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც მოსწავლეს სკოლაში წასასვლელად სჭირდება ჩანთაა. Extra.ge - ზე წარმოდგენილია ჩანთები როგორც თინეიჯერებისთვის, ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. ფერები, ზომები, დიზაინი - ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. 

სახატავი, სანოტო თუ სასკოლო რვეულები, ფანქრები, გასაფერადებლები, ფლომასტერები, საძერწი მასალა - ექსტრაზე ყველაფერია, რაც სასწავლო პროცესში შეიძლება, მოსწავლეს დასჭირდეს.

ექსტრაზე შოპინგის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლიათ, თქვენს შვილთან ერთად შეარჩიოთ სასურველი პროდუქცია ონლაინ, გაითვალისწინოთ მისი მოთხოვნები, გემოვნება და შეიძინოთ სწორედ ისეთი რვეული, ჩანთა, პენალი თუ სხვა, რაც მას გაუხარდება. თინეიჯერების შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო მარტივადაა, თავად შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი ონლაინ და თქვენ მხოლოდ გადახდის საკითხში დაეხმაროთ. 

ექსტრაზე სასკოლო ნივთებს ნამდვილად  ხელსაყრელი ფასი აქვს და თუ „მარტივი ქეშბექის “ აქციითაც ისარგებლებთ, ნამდვილად მოგებული დარჩებით. 

მოემზადეთ სასკოლოდ სახლიდან გაუსვლელად, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას და ამავდროულად იშოპინგეთ ყველაზე დიდ ინტერნეტ მაღაზია „Extra.ge“-ზე, სადაც სასკოლო ნივთების უზარმაზარი არჩევანი მისაღებ ფასადაა წარმოდგენილი. 

შეძენილ პროდუქციას ექსტრას კურიერი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მოგიტანთ იქ, სადაც გაგიხარდებათ. 

ექსტრა ბედნიერი სასწავლო წელს გისურვებთ.