დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ

დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ

დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად იმუშაოს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო ევაკუაცია, თავიდან აირიდოს ჰუმანიტარული კრიზისი და მხარი დაუჭიროს ავღანელ ხალხს 20 წლის განმავლობაში მოპოვებული პროგრესის შენარჩუნებაში“, - დაწერა ბორის ჯონსონმა.

წელს ბრიტანეთი, როტაციის პრინციპით, „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.

უფლებადამცველთა მონაცემებით, ქაბულის აეროპორტით ქვეყნის დატოვებას სულ მცირე 10 ათასი ადამიანი ცდილობს.