„არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია თქვენი უფლებებისთვის“ განცხადებით, „დესტრუქციული ოპოზიცია ქმნის უამრავ მითს და ამბობს ამდენივე რაოდენობის ტყუილს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასა და საარჩევნო პროცესზე.“
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, თავიდანვე მოხდეს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.
„რა არის ოპოზიციური პარტიების მიზანი?! ის,რომ თავიდანვე მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნების დისკრედიტაცია.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შემდეგ ტრადიციულად დაიწყებენ მწვავე განცხადებების გაკეთებას იმის შესახებ, რომ ისინი თავიდანვე აფრთხილებდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებასთან დაკავშირებით და რომ არჩევნები, არ უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურად.
დესტრუქციულ ოპოზიციას ამ მხრივ არ ჩამოუვარდებიან გარკვეული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მათ შორის, ავანგარდში დგას "სამართლიანი არჩევნები".
აღნიშნულის ნათელი მაგალითია ISFED-ის ანგარიში - საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი პროფესიული და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული (ნეიტრალური) წევრების არჩევის შესახებ.“-აცხადებენ ორგანიზაციაში „არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის“