ქაბულის აეროპორტში დაუდგენელ შეიარაღებულ პირებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის სროლა მოხდა

ქაბულის აეროპორტში დაუდგენელ შეიარაღებულ პირებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის სროლა მოხდა

ქაბულის აეროპორტში დაუდგენელ შეიარაღებულ პირებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის სროლა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთში გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობა ავრცელებს.

„დღეს დილის 04:13 საათზე ქაბულის აეროპორტის ჩრდილოეთ შესასვლელთან, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და დაუდგენელ პირებს შორის სროლა მოხდა. დაიღუპა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთი თანამშრომელი და დაიჭრა სამი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლაში აშშ-ისა და გერმანიის ძალებიც მონაწილეობდნენ.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.

უფლებადამცველთა მონაცემებით, ქაბულის აეროპორტით ქვეყნის დატოვებას სულ მცირე 10 ათასი ადამიანი ცდილობს.