საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული, საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს.
21 აგვისტოს მონაცემებით, უწყებაში თანამშრომელთა 51 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული, ხოლო 18 პროცენტმა უკვე გაიარა რეგისტრაცია ინდივიდუალურ რეჟიმში.
აღსანიშნავია, რომ უწყების თანამშრომლებთან ერთად იცრებიან ოჯახის წევრებიც.
შემოსავლების სამსახური მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის.
ვაქცინაციის პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მიმდინარეობს.