ზურაბ ქადაგიძე: ვერ გარკვეულა ბატონი გიორგი გახარია როგორი სტრატეგია აირჩიოს, დაცვას მიხედე, ბატონო გიორგი, დაცვას

ზურაბ ქადაგიძე: ვერ გარკვეულა ბატონი გიორგი გახარია როგორი სტრატეგია აირჩიოს, დაცვას მიხედე, ბატონო გიორგი, დაცვას

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

,,ამ ბართაიას თემა რომ დაიხვია გახარიას გუნდმა ცოტა არ ეუხერხულებათ?

ბოლობოლო გახარიას მთავრობის დროს დააკავეს ადამიანი სამართალდარღვევის გამო და მაშინ არავის გასჩენია აზრი გაეპროტესტებინა.

ან როდიდან გახდა ბართაია პოლიტიკური პერსონა, რომ იარლიყი მიაკერეს?

ვერ გარკვეულა ბატონი გიორგი გახარია როგორი სტრატეგია აირჩიოს…

ხან სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტირებითაა დაკავებული, ხან მთავრობის და ხან ბოდიშებს იხდის ძველი “ცოდვების” გამო.

დაცვას მიხედე, ბატონო გიორგი, დაცვას… 2 ოქტომბერს სადმე საკუთარ არარსებულ რეიტინგებში არ გაიხლართო".