ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში თოიძის N60-ში საცხორებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილძე, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 99.000 ლარს შეადგენს.