დავით ჩიხელიძე: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესს აპროტესტებენ, პირდაპირ კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“

დავით ჩიხელიძე: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესს აპროტესტებენ, პირდაპირ კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში დავით ჩიხელიძე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს, რომლებიც საარჩევნო პროცესს აპროტესტებენ და აცხადებს, რომ ისინი აფილირებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„საინტერესოა, ვინ არიან და რას წარმოადგენენ ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესს აპროტესტებს.

მაგალითად „პლატფორმა 2020“, რომელიც ფაქტიურად, “ნაციონალური მოძრაობის’” ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს და პირდაპირი კავშირი აქვს კოდუებთან. არსებობს ასეთი ორგანიზაცია „ჰაბ საქართველო“ რომლის გამგეობის თავმჯდომარე კოდუაა,ხოლო დირექტორი-‘”პლატფორმა 2020-ის” დამაარსებელი და თავმჯდომარე ვასო ურუშაძე. ასევე, “ჰაბ საქართველოში” საქმიანობდა „პლატფორმა 2020-ის“ კიდევ ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა.

სქემა მარტივია, მოხდა კოდუას ფულის „ჰაბ საქართველოში“ მობილიზება, რომელმაც თავის მხრივ შეკრიბა „ნაციონალურ მოძრაობიდან“ ყველაზე ავანტურისტი ახალგაზრდები, რომელთა ნაწილმაც გადამზადება უკარაინაში გაიარა. ამის შემდეგ, შეიქმნა „პლატფორმა 2020“.-ამბობს ჩიხელიძე.

მისი თქმით, ამ არასამთავროობოების მიზანი დეზინფორმაციის გავრცეება და არჩევნების დისკრედიტაციაა.

„მათი მიზანი მარტივი გამოსაცნობია, არჩევნების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება და პროცესეის დისკრედტიაცია. აღნიშნული ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნების დროს დაწყებულ ტრადიციას აგრძელებს და სიცრუის ტირაჟირებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

მათი მთავარი მიზანია, რომ შედეგები დააყენონ ეჭქვეშ და ხელი შეუწყონ რევოლუციურ ფონს საზოგადოებაში.

დისკრედიტაციით და დეზინფორმაციის გავრცელებით უნდათ ამას მოაღწიონ.

ისინი არჩევნების დისკრედიტაციას ვერ მოახდენენ, რადგან შეუძლებელია სიმართლეს და ფაქტებს ტყუილით აჯობო, სიმართლე კი მათ მხარეს ნამდვილად არ არის.

საარჩევნო პროცესი მიდის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ვერანაირი მსგავსი დისკრედიტირებული ორგანიზაცია გავლენას პროცესზე ვერ მოახდენს. არასამთავრობოები   საოლქო კომისიის წევრების არჩევას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ  დანიშნული წევრები კვალიფიკაციის ნაკლებობას განიცდიან. რეალური სურათი კი საპირისპიროა. აბსოლუტური უმრავლესობა მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა.“- განაცხადა ჩიხელიძემ.