აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური: თუ „თალიბანი“ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს დაბრკოლებებს შეუქმნის, აშშ ამას მძლავრ პასუხს გასცემს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური: თუ „თალიბანი“ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს დაბრკოლებებს შეუქმნის, აშშ ამას მძლავრ პასუხს გასცემს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ განაცხადა, რომ თუ „თალიბანი“ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს დაბრკოლებებს შეუქმნის, აშშ ამას მძლავრ პასუხს გასცემს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური დოჰაში „თალიბანის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„გავაფრთხილე ისინი, რომ ევაკუაციის პროცესში არ ჩაერიონ და მკაფიოდ განვუცხადე, რომ ნებისმიერ თავდასხმას დამანგრეველი ძალით ვუპასუხებთ. შეერთებული შტატების სამოქალაქო პირებისა და ჩვენი პარტნიორების დაცვა ჩემი უმაღლესი პრიორიტეტია და ჩვენ ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ უსაფრთხო და ეფექტური გაყვანის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

პენტაგონმა ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი გაგზავნა ევაკუაციისა და ქაბულის აეროპორტის დაცვის უზრუნველსაყოფად.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.