დევი ტაბიძე: ერთმანეთს არ ვიცავთ, ჩვენ ერთმანეთს ვასნებოვნებთ

დევი ტაბიძე: ერთმანეთს არ ვიცავთ, ჩვენ ერთმანეთს ვასნებოვნებთ

ერთმანეთს არ ვიცავთ. ჩვენ ერთმანეთს ვასნებოვნებთ, - ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდვითარების გამოსასწორებლად დღეში სულ მცირე 30 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს.

„როგორც იქნა დაიწყო ვაქცინაციაზე წარმატებული ნაბიჯები. 30 ათასამდე (დღეში) თუ არ ავალთ, ისევ ცუდად წავა საქმე. ამიტომ, მინიმალურად დღეში უნდა იყოს 30-35 ათასი ადამიანი აცრილი. სხვა ვარიანტი არ გვაქვს“, - განაცხადა მან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.