მე-6 მიწისძვრა ბოლო 24 საათში – არსებობს თუ არა ვულკანის გააქტიურების საფრთხე სოფელ სამებასთან
გასული 24 საათის განმავლობაში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა უკვე 6-ჯერ დაფიქსირდა.
რამდენად საფრთხის შემცველია მსგავსი სიხშირით მიწისძვრები სოფელ სამებასთან და ხომ არ გამოიწვევს ეს ტემპი ჯავახეთის ქედზე ვულკანის გააქტიურებას?
„ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, პულსაციას ვეძახით ჩვენ, რაც ჯავახეთის ქედისთვის დამახასიათებელია. ამიტომ საპანიკო არაფერი არ არის რეალურად საშიში არის დიდი მიწისძვრები. აქ მხოლოდ მცირე და საშუალო კლასის ბიძგები ხდება.
ჯავახეთის ქედი ეს არის პოსტვულკანური კერა, მსგავსი რამ გამორიცხულია. ძალიან ვთხოვ მოსახლეობას, რომ პანიკას ნუ მიეცემა, ამის საფუძველი არ არსებობს. ასეთი მიწისძვრები სულ ხდება სომხეთში“, – აღნიშნა "პრაიმტაიმთან" თეა გოდოლაძემ.