სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, სოფელ სამებასთან, დღეს 18:06 საათზე კიდევ ერთი, ამჯერად 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები ბოლო 24 საათში რამდენჯერმე დაფიქსირდა. თბილისის დროით 14:15 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ასევე 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა 14:44 საათზე.
მანამდე კი, დღეს, 17 აგვისტოს, თბილისის დროით 09:43 საათზე, სოფელ სამებასთან 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.