ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და მცხეთაში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთო ჯამში, 40.6 კუბური მეტრი, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა  სახელმწიფო საკუთრებაში.