სერგო ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის გაერთიანება ამომრჩევლის არჩევანს შეამცირებს. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მთლიანობაში ოპოზიციამ უნდა აიღოს მეტი ხმა და ამაზე ვართ მომართული ყველანი. „მესამე ძალას“ აქვს თავისი გზა. ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები. თუ მთელი ოპოზიცია დაჯგუფდება ერთი რომელიმე კონკრეტული ნომრის გარშემო, ეს ამომრჩევლისთვის არჩევანს შეამცირებს და ჩვენი მიზანია, იყოს მრავალმხრივი არჩევანი - ყველა გემოვნების ადამიანს ჰქონდეს თავისი არჩევანი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ თვითმმართველობის არჩევნებში „მესამე ძალის“ სახელით იღებს მონაწილეობას.
ოპოზიციის ნაწილმა თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა.