„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის გარშემო პოლიტიკურ პარტიებს ამ არჩევნებში რაიმე წარმატების მიღწევის მიმართ ინტერესი არ გააჩნიათ. ისინი ემზადებიან არა 2, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ კვლავ არეულობა დაიწყონ - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო პოლიტიკური პარტიები საერთოდ არ საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილზე აქვს მოსახლეობას.
„კანდიდატებს ვერ ასახელებდნენ, ვერ პოულობდნენ შესაბამის კანდიდატებს ადგილზე და პარტიის ლიდერებისა და ნათესავების წარდგენა ხდებოდა მერობის კანდიდატებად, რომელთაც კავშირი არ აქვთ რეგიონთან. ისინი ემზადებიან არა 2, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ კვლავ არეულობა დაიწყონ. მათი შანსები არის დაბალი, გამარჯვებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. არიან პასიურები, არც აქვთ წინასაარჩევნო კამპანია. „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგია, რომ რამენაირად არიონ სიტუაცია წინასაარჩევნოდ. ჩვენ მოსახლეობას და მედიას მიმვართვთ - ჩემი აზრით, სექტემბრი იქნება მძიმე თვე იმ კუთხით, რომ ოპონენტების მხრიდან სიბინძურის, დეზინფორმაციის, ყალბი ინფორმაციის ნიაღვარი წამოვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ მზად იყვნენ ამისთვის გაანალიზონ ინფორმაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.