ბუხაიძის N44-ში, სახლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბუხაიძის N44-ში, სახლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ბუხაიძის ქ. N44-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, შენობაში სეისმური სარტყელი მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 93 000 ლარია.

amo ჩუღურეთო ავთანდილის ქუჩა თქვენს გვერდითაა, მუხლჩაუხრელად, მუხლჩაუხრელად!
3 წლის უკან