ამერიკულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ქაბულიდან 640 დევნილი გაიყვანა

ამერიკულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ქაბულიდან 640 დევნილი გაიყვანა

ამერიკულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა C-17 Globemaster III ქაბულიდან 640-მდე მცხოვრების ევაკუაცია განახორციელა. ამის შესახებ Defence One-ი წერს.

თავდაპირველად, ბორტზე ამდენი ადამიანის აყვანა არ იგეგმებოდა, მაგრამ ავღანელები საფრენ ბილიკზე შეიჭრნენ და თვითმფრინავში დამოუკიდებლად ავიდნენ. ეკიპაჟმა გადაწყვიტა, რომ ხალხს ძალით არ გაიყვანს და ბორტზე მყოფ ყველა ადამიანთან ერთად გაფრენა არჩია. თვითმფრინავი კატარში დაეშვა.

C-17 რეგულარულად გამოიყენება დიდი რაოდენობით ადამიანების სწრაფი ევაკუაციისთვის. თვითმფრინავების მიერ რეკორდული რაოდენობით მგზავრების გადაყვანის ფაქტი 2013 წელს, ტაიფუნით დაზარალებულ ფილიპინებზე დაფიქსირდა. მაშინ ერთი რეისით სტიქიის ეპიცენტრიდან 670 ადამიანი გაიყვანეს.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.