გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს ქვეყნებს ავღანელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს ქვეყნებს ავღანელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მსოფლიოს ქვეყნებს ავღანელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს.

„ვინაიდან მსოფლიო დამძიმებული გულით ადევნებს თვალს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს, ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, მზად იყოს ავღანელი ლტოლვილების მისაღებად და თავი შეიკავოს დეპორტაციისგან. ისინი იმსახურებენ ჩვენს სრულ მხარდაჭერას. ახლა სოლიდარობის დროა“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.