ნიკა მელია: ბევრ ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს

ნიკა მელია: ბევრ ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს

მოვიგებთ, ბევრ ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს, სხვა გზას არ დავუტოვებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ოპოზიციის ნაწილის მიერ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მას საქართველოს მოქალქეების იმედი აქვს.

„წარმატებები თითოეულ მაჟორიტარობის კანდიდატს, მათთან ერთად ვიქნები და როგორც არასდროს მჯერა, რომ 2 ოქტომბერს მოვიგებთ, როგორც არასდროს მჯერა. ხალხო ეს არის რეფერენდუმი - კი თუ არა. საქართველომ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ თავს არ ვზოგავთ და ბრძოლის ავანგარდში ვდგავართ და ასეთ შემთხვევაში არ დარჩება არც ერთი ადამიანი, ვინც არ მოვა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს ქვეყნის მომავალს და წარმატებას. მაქვს საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი იმედი", - განაცხადა მელიამ.

Katana . კი, კაცო! ბევრგან კი არა, ყველგან! პირველსავე ტურში!..
ბიძინა უკვე ბარგს ალაგებსო, - მიშა რომ გვეუბნებოდა შარშან, უტყუარი ინფორმაცია მაქვსო, - რა ვეღარ ჩაალაგა ამ კაცმა კიდე, ვაჰ!
ახლა ამას ელოდე კიდო!..
3 წლის უკან