ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

კოორდინაციაში მყოფმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

კანდიდატები პარტია ,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, „გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და ,,ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ წარადგინეს.

კერძოდ, პარტია ,,ევროპული საქართველოდან” სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში - ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი.

პარტია ,,დროას” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, ვაკის მაჟორიტარი - ბათუ ქუთელია, კრწანისში კი თამაზ ახობახე.

პარტია ,,გირჩი-მეტი თავისუფლების” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევიში - ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე - თენგიზ კირთაძე და საბურთალოში - ბორის ყურუა.