ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდება, დამატებითი რეგულაციები დაწესდეს

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდება, დამატებითი რეგულაციები დაწესდეს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდება, დამატებითი რეგულაციები დაწესდეს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მსჯელობები გაგრძელდება ვინაიდან, ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ყველა ღონისძიების გატარება და ყველაფერი დროული იყოს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.