ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაჯილდოების შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიერ გამოცემულ დოკუმენტს აქვეყნებს და იმ ადამიანების ჩამონათალს გვიზიარებს ვინც ეს ჯილდო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მიიღო.
,,ტიპმა "ბრწყინვალების ორდენიც" გააფარჩაკა.
2013 წელს მზესუმზირასავით ჩამოურიგა ხალხს, რომლებიც ამ უმაღლეს ჯილდოს არა მარტო ბრწყინვალებას უკარგავენ, არამედ სასაცილოს ხდიან მის კავალრად ყოფნას. სააკაშვილის მიერ "გაბრწყინებული" ხალხის არასრული სია - აკაკი ბობოხიძე, ვიტალი კლიჩკო, ზაალ უდუმაშვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი, ნიკა ტაბატაძე, დავით კიკალიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია ბანძელაძე, ირმა ნადირაშვილი, ზაალ სამადაშვილი, ნიკა გვარამია, დავით კირკიტაძე, ალექსანდრე ლუკაშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, დონალდ ტუსკი, მანანა მანჯგალაძე, ზურაბ დარჩიაშვილი, იაკობ ზაქარეიშვილი, გიორგი ტუღუში, შოთა მალაშხია, გიორგი კარბელაშვილი, გიორგი კანდელაკი.’’ წერს facebokk -ზე გია გაბრიჭიძე.