დღეიდან, პირბადის გამოყენება, ისევე, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებშიც სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თვეების განმავლობაში ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტიანია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება მეოთხე ტალღის დასაძლევად“, - აღნიშნა მინისტრმა.
10 აგვისტოს, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რეგულაცია გამკაცრდა და გარე სივრცეში, მისი გამოყენება, 5-ზე მეტი პირი შეკრებისას, სავალდებულო გახდა..
დღეს კი, საქართველოში კოვიდინფიცრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ვირუსი 6 208 ადამიანს დაუდგინდა, გარდაიცვალა 47 ინფიცირებული.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.
საქართველოში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 481 578 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 421 532, გარდაიცვალა 6 406 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.