ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკაში არის ასეთი ტრადიცია, რომ მამის გზას მერე შვილი აგრძელებს, მაგრამ შვილმა მამა მოიყვანოს პოლიტიკაში, ეს ქართული „ნოუ-ჰაუა“

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკაში არის ასეთი ტრადიცია, რომ მამის გზას მერე შვილი აგრძელებს, მაგრამ შვილმა მამა მოიყვანოს პოლიტიკაში, ეს ქართული „ნოუ-ჰაუა“

ზოგადად, პოლიტიკაში არის ასეთი ტრადიცია, რომ მამის გზას მერე შვილი აგრძელებს ხოლმე, მაგრამ შვილმა მამა მოიყვანოს პოლიტიკაში, ეს ქართული „ნოუ-ჰაუა“, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის საკადრო რესურსი ამოწურულია.

„ვითარებამ დაგვანახა, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად უძლური არის, მისი საკადრო რესურსი ამოწურულია“, - აცხადებს ქადაგიშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები 15 აგვისტოს წარადგინა. ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია დასახელდა.