ადგილობრივების ინფორმაციით, კახეთში წინანდალში მოკლული სამი პირიდან ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმაა.
არსებული ინფორმაციით, ასევე გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის მისამართით ისროდა. კონფლიქტი კი ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაიწყო, სადაც ზვიადაური და მისი მეგობრები მათი მეგობრის დასახმარებლად მივიდნენ.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაჭრილია 2 პირი.
კახეთში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. სამი პირი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.