ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ საკუთარი პრიორიტეტები გვაქვს და გვსურს, „გირჩმა“ ამ არჩევნებზე მაქსიმალური რაოდენობის ხმა მიიღოს

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ საკუთარი პრიორიტეტები გვაქვს და გვსურს, „გირჩმა“ ამ არჩევნებზე მაქსიმალური რაოდენობის ხმა მიიღოს

ჩვენ საკუთარი პრიორიტეტები გვაქვს და გვსურს, რომ „გირჩმა“ ამ არჩევნებზე მაქსიმალური რაოდენობის ხმა მიიღოს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა, წინასაარჩევნოდ კანდიდატების შერჩევის პროცესში არსებობს თუ არა ოპოზიციურ სპეტრში რაიმე სახის კოორდინაცია.

„რაღაც ფორმით ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ არავის მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ საკუთარი პრიორიტეტები გვაქვს და გვსურს, რომ „გირჩმა“ ამ არჩევნებზე მაქსიმალური რაოდენობის ხმა მიიღოს. მით უმეტეს - „ნაციონალური მოძრაობასთან“. არავითარი არგუმენტი არ არსებობს, იმ დამოკიდებულების შემდეგ საერთოდ მხარს ვუჭერდეთ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

„ევროპულმა საქართველომ“ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა.