ნინოწმინდაში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ნინოწმინდაში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.ა-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 32 632.54 ლარის ღირებულების, 381 გრამი, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საქმის მასალები,  შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გადაეცა.